მსახიობი თაკო ჭანუყვაძე თავისი პირადი ბედნიერების და დიდი სურვილის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ (29 ოქტომბრის ნომერი) უყვება და პასუხობს კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია საკუთარი ოჯახი 10 წლის შემდეგ. თაკო გათხოვილია და ერთი ქალიშვილი ჰყავს.
„მინდა, მე და ჩემი მეუღლე სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიყოთ ისეთი ბედნიერები, ისეთი შეყვარებულები ერთმანეთის მიმართ, როგორიც ახლა ვართ. მინდა, რომ კიდევ მყავდეს შვილები. საერთოდ, 4 შვილი მინდოდა, მაგრამ არ ვიცი, ჩემი სამსახურის გამო 4 შვილი რამდენად მეყოლება, თუმცა შვილები კიდევ მინდა…“
