გუშინწინ რიკოთზე ქვათაცვენაში მოვყევი…გადავრჩი, უბრალოდ მანქანა გავაფუჭე, – აღნიშნულის შესახებ მომღერალი ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„მინდა რომ ყველა გაგაფრთხილოთ! გუშინწინ რიკოთზე ქვათაცვენაში მოვყევი”…გადავრჩი, უბრალოდ მანქანა გავაფუჭე, იმხელა ლოდის ნატეხი მოხვდა საბურავს, რომ რკინის დისკი 7 სანტიმეტრით მაინც გაიღუნა, მანქანას არ ვჩივი, უბრალოდ ძალიან ყურადღებით იყავით. დავრეკე, სადაც საჭირო იყო და ძალიან მალე მივიდნენ ადგილზე ბიჭები სანახავად. ძალიან ყურადღებით იყავით
edit: არ ვიცი რამდენად ბევრი ჩამოვარდა, ჩემს შემთხვევაში ერთი დიდი ნატეხი და ბევრი წვრილი ქვა იყო”, – წერს ოთო ნემსაძე.