LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი: ნიკო კვარაცხელიას დედა

1742
ნიკოლოზ კვარაცხელია

22 წლის ნიკოლოზ კვარცელიას დედა იზა ომაძე შვილის მკვლელებს პატიობს. კვარაცხელიას დედის იზა ომაძის განცხადებას, დარეჯან კვარაცხელია ავრცელებს.

იზა ომაძე აცხადებს, რომ ბედნიერი დედაა, იმ მკვლელის დედა კი უბედურია, რომელმაც ნიკოს მკვლელი გაზარდა.

„მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც „ნიკოს მკვლელი გაზარდა“ – თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის ბიჭის ნიკოს დედამ სრულიად საქართველო ქედს იხრის შენს წინაშე ჩემო იზა და შენდობას გთხოვთ…

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა ნიკოსი, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი“, – წერს დარეჯან კვარაცხელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები