LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირჩევნია, ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში, მაგრამ, ქართული თეატრის და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება რუსეთშიც უნდა მოხდეს: ვოლსკი

68
გია ვოლსკი

“მე მირჩევნია, ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც საკითხი ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში.” – ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებას და ამ საკითხზე ქართული საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას. 

გოგა ბარბაქაძე: “სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი”

როგორც ვოლსკი ამბობს, ეჭვი არ ეპარება, რომ რუსთაველის თეატრის მთელი შემადგენლობა – მთავარი რეჟისორიდან დაწყებული, ნებისმიერი მსახიობით დამთვრებული, თავის ქვეყნის პატრიოტია და ოკუპაციის ფაქტს სწორ შეფასებებს აძლევს:

“რუსთაველის თეატრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში. მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს მათ შორის რუსეთის ფედერაციაში, არა მხოლოდ რუსული საზოგადოების განსახილველად, იმ თემების წამოსაწევად, რომ საქართველოს ახასიათებს მაღალი კულტურული დონე.

გარდა ამისა, არის ერთი საკითხი, რატომ არ უდგება წინ კულტურულ ინტერვენციას რუსული პოლიტიკური სტრატეგია და მათი ელიტა, სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ ფიქრობენ, რომ ან საკითხებთან დაკავშირებით თვითონ ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნება ისეთი დაპირისპირება, რაც მისთვის პოლიტიკურად მოსახერხებელია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე და თქვენ ვიკამათოთ, ვიდრე ის, რომ ხელი არ შეუწყონ სხვადასხვა კულტურული კოლექტივების ჩასვლას. გარდა ამისა, არც მეპარება ეჭვი, რომ რუსთაველის თეატრის მთელი შემადგენლობა მთავარი რეჟისორიდან დაწყებული, ნებისმიერი მსახიობით დამთვრებული, პატრიოტია თავის ქვეყნის და სწორ შეფასებებს აძლევს ოკუპაციის ფაქტს.” – თქვა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რუსთაველის სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს იმართება.

“ე მანდ, არ ვერევი თეატრების საქმიანობაში… შემოქმედებითი თავისუფლებაა” – წულუკიანი რუსთაველის ეროვნული თეატრის რუსულ გასტროლზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g