სანდრა ბალოკი, რომელიც ყველას გვიყვარს და გვახსოვს ფილმებიდან „პრაქტიკული მაგია“, „სიჩქარე“, „მისს კონგენიალურობა“ და მრავალი სხვა, დროებითი შემოქმედებითი პაუზის გამო, იშვიათად ჩნდება. ამჯერად იუბილარი მსახიობი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის ბევერლი ჰილზში, დერმატოლოგის კაბინეტს ტოვებდა. ეს ის კოსმეტიკური ცენტრია, სადაც ხშირად ვხედავთ ჯენიფერ ენისტონსაც.
მსახიობი, რომელიც დღეს 60 წლის გახდა, ფანტასტიკურად გამოიყურებოდა თეთრ ორეულში და ჩვეული ღიმილით შეხვდა პაპარაცების გამოჩენას. უკვე დადასტურდა, რომ მალე სანდრა კინოს ბრუნდება და ცნობილი ფილმის, „პრაქტიკული მაგიის“ გაგრძელებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი პარტნიორი ნიკოლ კიდმანი იქნება.
სანდრა ბალოკი იუბილარია – ვარსკვლავი დაბადების დღეზე ყვავილებით ხელში გადაიღეს