წელს, ჯეი ლო და ბენი შობას ცოლ-ქმრის სტატუსით პირველად შეხვდებიან. შესაბამისად ყველაფერი სრულყოფილად უნდა იყოს დაგეგმილი. რამდენიმე საათის წინ, წყვილი შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში საშობაო საყიდლებზე გადაიღეს. შერეული ოჯახი სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და ნაძვის ხეს არჩევდა.
ამ დღეს 53 წლის ჯეი ლოს „შანელი“ კუბოკრული მანტო ამშვენებდა, რომლის ღირებულება 6960 ევროა, 50 წლის ბენი კი ლურჯ ჯინსებსა და კრემისფერ ჰუდში იყო გამოწყობილი.
„ბენიფერს“ ყველაფერი კარგად აქვს – ჯეი ლომ და ბენმა „ბროდვეიზე“ გაიბრწყინეს
თბილი ბენი – „ბენიფერის“ ოჯახში „ჰელოუნისთვის“ ემზადებიან