LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტოვებულმა პატარძალმა ქორწილი სიძის გარეშე გადაიხადა

41
Capture

ჯვრისწერის დღეს მიტოვებულმა პატარძალმა ქორწილი მაინც გადაიხადა. 27 წლის კეილი სტედის ისტორია The Sun-მა გაავრცელა.

ქორწინების წინა ღამეს სტედი თავის დაქალებთან ერთად წვეულებაზე იყო, ხოლო მისი საქმრო კალუმი მეგობრებთან ერთად ფურგონში ათევდა ღამეს, თანაც ცერემონიის ჩატარების ადგილთან ახლოს. დილით პატარძალს სასიძოს ძმაკაცებმა უთხრეს, რომ შუა ღამეს ის სადღაც წავიდა და აღარ დაბრუნებულა. კეილიმ მომავალ სადედამთილოს დაურეკა და გაარკვია, რომ კალუმი თავისი მანქანით იყო წასული.

„იმ მომენტში კიდევ მქონდა იმედი, რომ ის დაბრუნდებოდა. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ხშირად იყო მომენტი, როცა ის ჯდებოდა ავტომობილში და გონების გასანიავებლად მიდიოდა“, – იხსენებს გოგონა. თუმცა, მალევე საქმროს მამამ მას შეატყობინა, რომ კალუმი ქორწილში არ იქნებოდა.

პატარძალი თავიდან შოკში იყო, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა დღესასწაული არ გაეუქმებინა და მეგობრებთან ერთად კარგად მოელხინა.
„მე ბევრი ფული დავხარჯე, ერთი სული მქონდა გემრიელად მეჭამა, მეცეკვა და ოჯახთან ერთად მაგარი დრო გამეტარებინა, ასე რომ რატომაც არა?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები