LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიზანმიმართულად ხდება პრემიერის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება.. ვრცელდება ფეიკნიუსები“ – მთავრობის სტრატკომი

174
BeFunky-collage

პრემიერ-მინისტრის მიერ, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით მთავრობის სტრატკომი მიმართვას ავრცელებს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს და პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება მიზანმიმართულად ხდება“.

პრემიერი: რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ.. ეს შემაშფოთებელია

„ასევე, ყალბი ციტატების ტირაჟირებით ვრცელდება ფეიკნიუსები. განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება პრემიერის განცხადებებს აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში განაცხადა: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა, იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, – მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას”. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ახალგაზრდების ნებსით თუ უნებლიეთ ჩართვა დესტრუქციულ პროცესებში. პრემიერ-მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებზე, აგრეთვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე.

მიუხედავად ამისა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ ფეიკნიუსების საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები:

როცა ომში მყოფი ადამიანი იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს – პრემიერი ზელენსკიზე

მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ მათი ამოცანა არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება – პრემიერი

თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა.. იცით, როგორი მგრძნობიარეები ვართ ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ – ღარიბაშვილი

იხილეთ ვრცლად გამოხმაურებები პრემიერის განცხადებებზე:

სანიკიძე ღარიბაშვილს: გარდა სატანისტებისა, მიტინგზე იყვნენ მაჯლაჯუნები. ირაკლი, ხისთავიანო, იქ მაჯლაჯუნები ვერ დაინახეთ? – მიგაკლავს ბიძინა პოლიტიკურად

ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე: ბიძინა ივანიშვილის პირადმა „ჩუჩელამ“ რეპრესიები დააანონსა

„სად ნახა ღარიბაშვილმა 100? წყარო მანახეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება

„ღარიბაშვილს არ უნდა ავერიოთ იმ 78 ადამიანში, რომლებსაც ჯერ გადააფურთხებინეს, მერე უკან აალოკინეს“ – ცოტნე კობერიძე

„ერთი სამხედრო მუნდირი არ ეცვა, თორემ რეალურად დღეს ქრისტიანი, ვაჟკაცი მხედართმთავარი გვესაუბრებოდა..“ – მოროშკინა ღარიბაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g