LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე: ბიძინა ივანიშვილის პირადმა „ჩუჩელამ“ რეპრესიები დააანონსა

200
Untitled design (6)

„ირაკლი ღარიბაშვილმა გვაუწყა, რომ მათ არანაირი სტატუსი არ აინტერესებთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დღეს, 13 მარტს სპეციალური ვიდეომიმართვის დროს განაცხადა და პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადებები შეაფასა.

როცა ომში მყოფი ადამიანი იცლის და საქართველოში რამდენიმეათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ მტკიცებულებაა, რომ მოტივირებულია, აქაც რაღაც მოხდეს – პრემიერი ზელენსკიზე

პრემიერი: რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ.. ეს შემაშფოთებელია

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშოა და რომ ყველა „საქმენი საგმირონის“ უკან, რუსი ოლიგარქი დგას“.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა „ჩუჩელამ“, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს – თამუნას, ლიკას, მაკას, გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება თურმე და ყველას დააიდენტიფიცირებს და დააანონსა რეპრესიები.

საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აი ეს „ჩუჩელა“, გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ყველაფერი ამ „საქმენი საგმირონის“ უკან, ცხადია, რუსი ოლიგარქი იდგა.

ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული – ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება, გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლეთ, არავინ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს.

გუშინ ამ სათამაშო „ჩუჩელამ“ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონს, ან კი არ გაიაზრეს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, ან ეს იყო რუსული, ან ეს ხელს უშლიდა ჩვენს ევროპულ მომავალს – ეს არ გაუაზრებიათ, უბრალოდ, ტაქტიკურად დავიხიეთ უკანო, თორემ ვინმეს არ ეგონოს, ჩვენ ევროპული გზა გვაინტერესებსო. მეტიც, შემდეგ მოჰყვა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებების და ევროპარლამენტარების ლანძღვას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე:

„სად ნახა ღარიბაშვილმა 100? წყარო მანახეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება

„ღარიბაშვილს არ უნდა ავერიოთ იმ 78 ადამიანში, რომლებსაც ჯერ გადააფურთხებინეს, მერე უკან აალოკინეს“ – ცოტნე კობერიძე

„ერთი სამხედრო მუნდირი არ ეცვა, თორემ რეალურად დღეს ქრისტიანი, ვაჟკაცი მხედართმთავარი გვესაუბრებოდა..“ – მოროშკინა ღარიბაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g