“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია “ქართული ოცნებიდან” 6 დეპუტატის წასვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, ასევე იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რომელიც მასთან არის დაკავშირებული.
ბოკერიას განცხადებით, ყველაფერი, რაც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დააჩქარებს, ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის პოზიტიური იქნება.
მისი განმარტებით, “იმ ვერსიას, რომ ეს არის მცდელობა “B” გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს და თუ ეს ასე არ არის მაშინ საკუთარი მოქმედებებით უნდა დაამტკიცონ”.
რას ამბობენ “ოცნებიდან” წასული დამოუკიდებელი დეპუტატები
დგას თუ არა გახარიას უკან ივანიშვილი – რას ამბობს „ოცნებიდან“ წასული ხოჯევანიშვილი
“ჯერ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, პასუხები გასცეს ე.წ მათმა ლიდერმა გახარიამ, უამრავ კითხვას, რომელიც მასთან არის, როდესაც მან პასუხისმგებლობა მოიხსნა, დააფიქსირონ მათი პოზიცია, როგორც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ისე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და მერე ვნახოთ რაოდენობა ამ ადამიანებისა. თავისთავად, ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ფორმით ხელს შეუწყობს დაჩქარებას პროცესის ნორმალური ვადამდელი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის პოზიტიური. იმის მიუხედავად, აქ ვის რა გათვლები აქვს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვისგან ჯერ რაიმე მკაფიო პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია, ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულებების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს არის მცდელობა “B” გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს, თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ საკუთარი მოქმედებებით”, – აცხადებს გიგა ბოკერია.
გიორგი გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება, უმნიშვნელო ფიგურა ნამდვილად არ იქნება: დავით სერგეენკო