LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელებს ჩემი მოსმენა მოუწევთ“ – მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე სასამართლოში მივიდა

2355
ეკა კუპატაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე პროცესი იწყება. სასამართლოში მივიდა გიგა ავალიანის დედა. ეკა კუპატაძე დღეს მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, თუმცა დაცვის მხარემ უდავოდ გახადა მისი გამოკითხვა, შესაბამისად მოკლული მასწავლებლის დედა არ გამოიკითხება.

პროკურორი – ექსპერტებმა გამორიცხეს, რომ გიგა ავალიანი დარტყმის შედეგად ასფალტზე კეფით დაეცა და დაზიანება ამ დროს მიიღო – მას შუბლის ძვალი მოტეხილი აქვს პირდაპირი დარტყმის შედეგად, ფეხზე მდგომს

კუპატაძე ამ საქმზე ასევე არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე, მას ბოლო სიტყვა დასკვნით ეტაპზე უნდა ეთქვა, თუმცა მოკლული ბიჭის დედა ითხოვს, რომ დღეს ისარგებლოს ამ სიტყვით.

„მე დღეს უნდა დავკითხულიყავი როგორც მოწმე და ჰოი საოცრებავ, მათ ჩემი დაკითხვა არ მოისურვეს და ჩემი გამოკითხვა ცნეს უდავოდ. სულ ბოლოს მე სიტყვა უნდა მეთქვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის და ეს ამბავი მე გავიგე წუხელ ძალიან გვიან, ამიტომ ვითხოვე რომ მოვსულიყავი დღეს, ბოლოს არ ყოფილიყო ჩემი სიტყვა გაჟღერებული. მოუწევს მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა.

„გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა“ – გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

შევუკვეთე ხომ მე სახელმწიფოს, შეკვეთით რომ ვიჭერ მათ კიკინიან ბავშვებს, არ აინტერესებდათ ჩემი მოსმენა? არ აინტერესებდათ ნ.ი.-ს მოსმენა? ნ.ი. არის გოგონა, რომელიც ჩემი შვილი ჩააწვინა მიწაში. გოგონას, რომელსაც თურმე ჩემი შვილი სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი არ ჰქონია სათქმელი სასამართლოზე. ყველა ადვოკატს ჰკითხეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი. ი.ნ.-ს და სხვა დანარჩენების. ქვას ქვაზე დავადუღებ,“ – ამბობს ეკა კუპატაძე ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g