„ეს აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არის ყველაძე ძლიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ამ მოედანს ვერ გაავსებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც სხვა პარტია, საუბარი აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც აღარ არსებობს,”- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.
„პატრიოტთა ალიანსმა“ თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა. ლიდერებმა კი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ მათ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ.
“ჩვენ გვაქვს 900 000 აუდიო ჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ ცხადყოფს, რომ ჩვენი პარტია უსწრებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა დანარჩენ ერთპროცენტიან პარტიას ერთად აღებულს“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
“პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ამით ისინი ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო ეტაპს ხსნიან.
“თქვენ ყველამ ნახეთ დღეს რა დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს და, ბოლოს და ბოლოს, უნდა დამთავრდეს ტყუილი ქვეყანაში. როგორ შეიძლება მეორე ადგილზე იყოს “ნაციონალური მოძრაობა, როცა სააკაშვილი მწამებელია და გაქცეულია, როცა აქციაზე ათასს კაცსაც ვერ კრიბავენ”-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
