კომპანია „ნეტფლისქსმა” უახლესი მინი-სერიალის „მხეცი ჩემში“ თიზერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლებს კლერ დეინსი და მეთიუ რისი ასრულებენ. კლერ დეინსი ეკრანზე დაბრუნებას მაყურებელი დიდი ხანია ელის, მას შემდეგ რაც დასრულდა ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარული სერიალი „სამშობლო“, ფილმის თიზერიდან ვიგებთ, რომ ახალი სიუჟეტიც საკმაოდ დაძაბული იქნება.
თრილერი მოგვითხრობს მწერალ აგი ვიგსის ისტორიას, რომელმაც წერა შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტა. მისი დღის წესრიგი ირღვევა, როდესაც გავლენიანი დეველოპერი ნაილ ჯარვისი გამოჩნდება, რომელიც ადრე საკუთარი ცოლის გაუჩინარებაში იყო ეჭვმიტანილი. ცნობისმოყვარეობითა და შიშით შეპყრობილი ეგი ვიგსი დეველოპერის წარსულის გამოძიებას იწყებს და სახიფათო თამაშში ეხვევა, რომელიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს.
სერიალი შექმნა გეიბ როტერმა, საკულტო სერიალის „საიდუმლო მასალების“ ყოფილმა პროდიუსერმა. მინი-სერიალში ასევე მონაწილეობენ ბრიტანი სნოუ, ნატალი მორალესი, დევიდ ლიონსი, ტიმ გვინი და სხვები.
მინი-სერიალის „მხეცი ჩემში“ პრემიერა 13 ნოემბერს შედგება.
სერიალის „სამშობლო” შემქმნელი ახალ სერიალს იღებს, სადაც მთავარ როლში, ისევ კლერ დეინსია
The Beast In Me | TeaserClaire Danes, Matthew Rhys, and the team that brought you Homeland. The Beast in Me premieres November 13.
Posted by Netflix on Sunday, September 14, 2025