LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლა თუ არა შაქარაშვილი ცაციამ? – ადვოკატი ადასტურებს, რომ ცაციას იცავს, თუმცა ამტკიცებს, რომ ის დანაშაულს ვერ ჩაიდენდა

1347
777

გიორგი შაქარაშვილის საქმის დაზარალებულების ნაწილს ზიანი სხეულის მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული. გიორგი ქათამაძეს სამივე დარტყმა სახისა და კისრის არეში მარჯვენა მხარეს აღენიშნება. მართალია, მან თავიდან განაცხადა, რომ დაზიანებები ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო, მაგრამ ფაქტია ის თავიდან არ ამბობდა სიმართლეს.

 

ვრცელდება სასტიკად ნაცემი გიორგი ...

დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძემ, რომელმაც ბლაგვი საგნის მოქნევისას გაწევა მოასწრო, დაზიანება აქვს მარჯვენა ფეხზე.

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმიდან კი ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს სახის მარჯვენა მხარეს აქვს ნახეთქი ჭრილობა.

ამ თემაზე “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა. დასძინა, რომ არაფერს ამტკიცებს, თუმცა შეიძლება გამოძიებამ ამ მიმართულებით იმუშაოს და შესაძლოა სიმართლე შორს არ იყოს.

გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ეს ვერსია უსაფუძვლო არ არის.

“გეთანხმებით, არ არის უსაფუძვლო მოსაზრება და გიდასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ იმ ხალხის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ იგივე, რაც განხორციელდა ამ ბიჭების მიმართ, ხომ არ განხორციელდა გიორგის მიმართაც“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

გვარამიამ გამოიკვლია, თუ ვინ არის დაკავებულთა შორის ცაცია და მისი ვერსიით, ასეთია მორაგბე არჩილ გაგნიძე.

ჩვენ დავუკავშირდით მორაგბის ადვოკატს, ალექსანდრე კობაიძეს, რომელმაც „ფორტუნასთან“ საუბარში დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად არის ცაცია, თუმცა გამორიცხა, რომ დანაშაული მისი ჩადენილია.

„გვარამიამ ფაქტობრივად გააკეთა დასკვნა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის დამნაშავე. მისი ვერსია დასაწყისშივე აბსურდია და ახლა გეტყვით, რატომ. ის თავიდან ამტკიცებდა და კადრებიც აჩვენა, რომ დაზიანებები დაზარალებულებმა მიიღეს “მერსედესის” მარკიდან გადმოსული ადამიანებისგან. არადა ჩემი დაცვის ქვეშ მჯდომი „ტოიოტა ქამრიში“ იჯდა. ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელია ცაცია “მერსედესში” მჯდომი თუ “ქამრიში”, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ან შეეშალა ან ყველაფერი სპეციალურად აურია“, – აცხადებს ადვოკატი. 

კობაიძე ასევე ამბობს, რომ არასწორია გვარამიას მიერ გაჟღერებული ის ვერსიაც, რომ მარჯვენა მხარეს აქვს შაქარაშვილს დაზიანებები მიყენებული.

„ასეთი რამ გვარამიამ თქვა, თორემ მე ფოტოსურათი მაქვს ნანახი. შაქარაშვილს არ აქვს ისეთი დაზიანებები, რომ ვისაუბროთ, მარჯვენა მხარეს მიიღო სასიკვდილო დარტყმა, თუ მარჯვენაზე. მთლიანი სახე აქვს გაწითლებული, მაგრამ ეს დაზიანებები რისგან მიიღო, ეს ჯერ არავინ იცის. გვარამიამ არასწორი ვერსია განავითარა. დანაშაული ჩადენილია პირველ მანქანაში მსხდომების მიერ და ჩემი დაცვის ქვეშ მჯდომი კი იჯდა მეორე მანქანაში. ვადასტურებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ცაცია“, – განაცხადა გვარამიამ  ჩვენთან საუბარში.    

 

საბედისწერო სადღეგრძელო: რის გამო იჩხუბეს და რა გახდა ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი

ვიდეო: 19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო საბედისწერო წვეულებიდან

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

წუთიერი დუმილი და შავი ლენტები: შაქარას თამაშის ფოტოები

19 წლის ფეხბურთელი გოგოს სიყვარულს შეეწირა? – რას ამბობს ბიძა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g