თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ვარსკვლავურ შვილებს“ შორის ყველაზე დიდ ინტერესს ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 18 წლის ქალიშვილი, შაილო იწვევს. ის პაპარაცების ობიექტივში არც თუ ისე ხშირად ხვდება, ამიტომ მისი ყოველი გამოჩენა მუდამ დიდ რეზონანსს იწვევს.
ამჯერად შაილო, რომელიც მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, ლოს-ანჯელესში, საცეკვაო სტუდიიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. მას, როგორც ყოველთვის, ყოველდღიური სამოსი, ჰუდი და სპორტული შარვალი ეცვა. აღსანიშნავია რომ შაილოს იმიჯს ტუჩის პირსინგი შეემატა, რომელიც მას საოცრად უხდება.
ცნობისთვის, ბოლოს შაილო მაშინ გადაიღეს, როცა ის და მისი ძმა, 16 წლის ნოქსი, ლოს-ანჯელესში, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ და მათ პროდუქტებით ამარაგებდნენ.
ფოტო/ვიდეო: ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან
„საუკეთესო აიღო დედისგანაც და მამისგანაც“ – 18 წლის შაილო ჯოლი-პიტის უახლესი ფოტოები
ვახშამი ავტომობილის კაპოტზე მეგობარ გოგოსთან ერთად – შაილო ჯოლი პიტის უსაყვარლესი ფოტოები