“საქართველოს ყველა მოქალაქემ მოვახერხეთ, რომ დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ არის მაღალი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს შედეგი იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ჯანდაცვის სპეციალიტების რეკომენდაციებს ასრულებენ.
“მოგეხსენებათ, მსოფლიოს მასშტაბით უკვე 2 მილიონ ნახევარი ადამიანია ინფიცირებული. ძალიან დაზარალდა აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები. ჩინეთი დღეს გავრცელების მაჩვენებლით მე-8 ადგილზე ჩამოვიდა. საქართველოს ყველა მოქალაქემ მოვახერხეთ, რომ დღეს ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ არის მაღალი. წინა კვირაში გვქონდა სამი ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ უმრავლესობამ ყველა რეკომენდაცია დაიცავით, მოვახერხეთ, რომ ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად 10 ახალ შემთხვევას არ სცილდება. საქართველოში ასევე ერთერთი ყველაზე დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა ყველაფერი წინ არის, ჯერ პანდემია გრძელდება, ვირუსი ვერ გააჩერეს დიდმა ქვეყნებმაც კი,”- განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალი ორი კვირა ვირუსის გავრცელების პიკს უნდა ველოდოთ.
"ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდაგავრცელების ეტაპზეა".
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება, 27 აპრილიდან გადაადგილების შეზღუდვები მოიხსნება
“აპრილის ბოლო და მაისის პირველ კვირას ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ დარჩეთ სახლში. როდესაც პიკს გადავივლით, არსებობს გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ აუცილებელია ეს მოხდეს ეტაპობრივად, თანდათანობით. აქამდე გატარებული ყველა ღონისძიება იყო დროული და მიზანმიმართული, სწორედ ამის შედეგია, რომ ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ 408 შემთხვევა ფიქსირდება”, – აცხადებს გამყრელიძე.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანამ, რომელმაც უკვე დაიწყო შეზღუდვების მოხსნა, კორონავირუსის შემთხვევების შემცირება მკაცრი სოციალური დისტანციით შეძლო.
“მესმის რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება, მესმის რთულია მანქანებით მოძრაობის კიდევ 1 კვირით აკრძალვა, მაგრამ სხვა გამოცდილება ამ დაავადებასთან ბრძოლის ჯერ არცერთ ქვეყანას არ აქვს. შედეგს ყველამ მკაცრი სოცილური დისტანციით მიაღწია”, – აცხადებს ის.
ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩა
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი შემოდგომაზე იქნება.
