ტიმ ბარტონს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ღონისძიებაზე მას მხარს უჭერდნენ მაიკლ კიტონი, უინონა რაიდერი და რა საკვირველია საყვარელი ქალი, მონიკა ბელუჩი.
წყვილი გვერდიგვერდ იჯდა და ერთმანეთს არ შორდებოდა. ამ დღეს ორივეს შავი სამოსი ამშვენებდა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ვენეციის“ 81-ე კინოფესტივალზე ბარტონის ახალი ფილმის, „ბითლჯუსის“ პრემიერა შედგა, რომელშიც ცნობილ მსახიობებთან ერთად, რეჟისორის საყვარელი ქალი, მონიკა ბელუჩიც იღებს მონაწილეობას.
ფოტო/ვიდეო: ტიმ ბარტონი, მონიკა ბელუჩის გვერდით ვერ ისვენებს – წყვილის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
65 და 59 წლის გვრიტები – ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი კინოფესტივალზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ