როგორც ცნობილია, 52 წლის ჯენიფერ ენისტონი ყოფილ ქმართან, ჯასტინ ტერუსთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. განქორწინების შემდეგ ისინი ერთად არაერთხელ გამოჩენილან.
მეგობრობა ყოფილებთან – ჯენიფერ ენისტონმა ყოფილი შეყვარებულის „ინსტაგრამ“ ლაივი დააკომენტარა
ამჯერად, ენისტონი მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად საღამოს ვახშამზე იმყოფებოდა, სადაც ჯასტინიც იყო. მალევე ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა. საზოგადოების ყურადღება ჯენიფერის და მისი ექს-ქმრის ფოტომ მიიპყრო, ისინი ერთმანეთს ეხუტებიან და საკმაოდ ბედნიერადაც გამოიყურებიან.
წყვილის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ისინი უკვე კარგა ხანია ერთად არიან, თუმცა განახლებულ ურთიერთობას მალავენ.
შეგახსენებთ, მათი რომანი 2012 წელს დაიწყო, 2015 წელს კი დაქორწინდნენ, მათი ქორწინება 2 წელი გაგრძელდა.