LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ იგეგმება, ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ: ირაკლი ბენდელიანი ვაშლიჯვრის მეწყრულ პროცესზე

83
ირაკლი ბენდელიანი

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ამ ეტაპზე, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და შესაბამისად, არც ევაკუაციის აუცილებლობა დგას.

როგორც ბენდელიანმა თქვა, მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა, ხოლო  საფრთხის დადგომის შემთხვევაში, თბილისის მერია ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა. 

“იმ შემთხვევაში, თუკი ეს საფრთხე იარსებებს, ყველა საჭირო პრევენციული ზომა დაუყოვნებლივ იქნება მიღებული. რაც მთავარია, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს, და მათ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია აქვთ,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ევაკუაციის გეგმა შესაბამისი სამსახურების მიერაა შედგენილია და აქ მხოლოდ მერია არ იგულისხმება – ეს ეხება სხვა უწყებებსაც, რომელთა მოვალეობაცაა.

“ყველანაირი შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ. გვაქვს კონკრეტული მონახაზი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მეწყრულმა პროცესებმა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა მიიღოს, შესაბამისად, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა, წინასწარ მოსახლეობა გაყვანა და ამ ხალხისთვის მინიმალური მოცულობის დისკომფორტის შექმნა, ჩვენი მიზანი არაა,” – განაცხადა მერის მოადგილემ.

რაც შეეხება მეწყრულ ფერდობზე ჩასატარებელი სამუშაოების მიმდინარეობასა და მონიტორინგს, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რომ მერია მეწყრის მასების გადაადგილების სიჩქარეს აკვირდება. გარდა ამისა, როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, ექსპერტების მიერ რამდენიმე ტექნიკური დოკუმენტია შედგენილი, ხოლო სამუშაო ჯგუფის შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

“პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ.

ასევე, მომავალ კვირის ბოლოს, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც  დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას უზრუნველყოფს. ამის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება მეწყრული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დავიწყოთ.

არ ვიცი, ექსპერტები მონიტორინგში რას გულისხმობენ, რადგან ეს სამუშაოების პირველივე დღიდანაა დაწყებული და დაგეგმილი გვაქვს, რომ დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. რაც შეეხება მიწის მოჭრის სამუშაოებს – ეს გარკვეულწილად წინაღობას შექმნის და ამის შემდეგ მეტნაკლებად უსაფრთხო იქნება. სამუშაოების დაწყება კი, უშუალოდ მეწყერულ არეალში, ამის შემდეგ შეგვეძლება, “– განაცხადა ბენდელიანმა.

“ორად გაყოფილი” ვაშლიჯვრის ფერდობი და სპეციალისტები კვლავ გამოსვლის ძიებაში

 

 

 

 

 

mazda magti 5g