ინდოელი მსახიობი რეკორდსმენი გახდა მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებთან ყველაზე მეტი სელფი გადაიღო. როგორც UPI იუწყება, 3 წუთის განმავლობაში აკშაი კუმარმა ზუსტად 184 სელფის გადაღება მოასწრო.
ბოლივუდის ვარსკვლავმა გინესის რეკორდების წიგნის რეკორდი მუმბაის პავილიონში მოხსნა. კუმარი და მისი ფანები ფოტოსესიისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.
240-მდე თაყვანისმცემელი ორ რიგში დადგა, კუმარმა კი მათ შორის დაიკავა პოზიცია. ამ გზით მან მოხერხებული კუთხე შეარჩია, რათა ყოველ ადამიანთან სწრაფად მოესწრო ფოტოს გადაღება.
მსახიობმა 3 წუთში 209 ფოტოს გადაღება მოასწრო, თუმცა ცუდი ხარისხის გამო ჟიურიმ ზოგიერთი კადრი არ ჩათვალა. მიუხედავად ამისა, წინა რეკორდსმენის უილ სმიტის რეკორდი წარმატებით მოიხსნა, უილმა 3 წუთში მხოლოდ 168 ფოტოს გადაღება მოასწრო.