LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობლებო, ყველამ წარმოიდგინეთ თქვენი შვილი ლაზარეს ადგილას და თქვენი თავი ჩემ ადგილას.. სასამართლოსი არ მჯერა“ – ლაზარე გრიგორიადისის დედა

262
Untitled design (1)

„მშობლებო, ყველამ წარმოიდგინეთ თქვენი შვილი ლაზარეს ადგილას და თქვენი თავი ჩემ ადგილას. მხოლოდ ლაზარეა დაკავებული, ეს ხომ ნიშნავს, რომ ამოირჩიეს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს და დასაჯეს იმისთვის, რომ სხვები ასე აღარ მოიქცნენ“, – ამის შესახებ 7, 8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ „ფორმულასთან“ განაცხადა.

შსს: 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს

ლაზარე გრიგორიადისის დედის თქმით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლო მის შვილს გაამართლებს:

ლაზარე გრიგორიადისის დედა: მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს 

„სიმართლე გითხრათ, სასამართლოსი არ მჯერა, იმიტომ, რომ სასამართლო პროცესი 17-ში უნდა დასრულებულიყო და დეკემბერში გადადეს, ჯერ არ ვიცით, როდის იქნება. წინ კიდევ 2 სასამართლო გველოდება, 12 მოწმე გვეყოლება, რატომღაც ყველა მოწმე ამბობს, რომ ლაზარე დაინახეს, შემდეგ ამნეზია აქვთ და აღარაფერი ახსოვთ, ამ აბსურდს უნდა ვუყუროთ და ვუსმინოთ. მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლო გაამართლებს.

„სამართალს ვერ ვგრძნობ… ვერ მივხვდი რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში“ – ლაზარე გრიგორიადისის დედა სასამართლო სხდომას პირველად დაესწრო 

ეს არის სამაგალითო დასჯა. ეტყობა, განტევების ვაცი სჭირდებოდათ და ლაზარე გამოჩნდა – ვიზუალი აქვს უცნაური, თავისებურად იცვამს, თმა, პირსინგი, ტატუ, გვარიც არაქართული, „მგონი, კაი ვარიანტია“ – თქვეს და შეგვისრულეს.

ჩვენს მთავრობას ახალგაზრდები არ უყვარს, ახალგაზრდები კი არა, თავისი ხალხი არ უყვარს, არ უყვარს კი არა, სძულს, –რადგან ისეთი სახით, როგორითაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ლაზარეზე – ადამიანზე რომელსაც არ იცნობს, ასეთი ამაზრზენი, უშვერი სიტყვებით იხსენიებდა ჩემს შვილს, არ ეპატიება, მით უმეტეს, თანამდებობის პირს“,  ამბობს თამთა კალანდაძე.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა – ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია, რომ არა 8 მარტის გამოსვლები, დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ ცოტა დაფიქრდებოდნენ, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ

ცნობისათვის, 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს.

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. მას აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

გრიგორიადისის ბაბუა: „თუ განაჩენი დადგება, მინდა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს“ 

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს

სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ძალიან მძიმე დღეშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები