LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამართალს ვერ ვგრძნობ… ვერ მივხვდი რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში“ – ლაზარე გრიგორიადისის დედა სასამართლო სხდომას პირველად დაესწრო

244
თამთა კალანდაძე და ლაზარე

„სამართალს ვერ ვგრძნობ ამ პროცესებთან დაკავშირებით, ვერ მივხვდი რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში“, – განაცხადა 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილის მორიგი სასამართლო პროცესს პირველად უნდა დასწრებოდა, თუმცა სხდომა დეკემბრამდე გადაიდო.

როგორც თამთა კალანდაძემ აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა ის დამამცირებელი განცხადებები, რომლებსაც მაღალი თანამდებობის პირები მისი შვილის მისამართით აკეთებენ:

„ძლივს გავძელი, ველოდი რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ბოლო პიკში გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. სამართალს ვერ ვგრძნობ ამ პროცესებთან დაკავშირებით, ვერ მივხვდი რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში.

ყველაზე მძიმე ეგ ფაქტი როდესაც ვუყურებდი რას ამბობდნენ ლაზარეზე, ჯერ ვერ დავიჯერე, ხუმრობა მეგონა და სიცილი ამიტყდა, მერე რომ დავრწმუნდი, რომ ასეა.

„მადლობა ლაზარე“ – სამოქალაქო აქტივისტებმა გრიგორიადისის სასამართლო სხდომაზე პლაკატები გაშალეს

შეუფერებელია, რომ თანამდებობის პირი, რომელსაც ჰყავს შვილები, გინდაც არ ჰყავდეს, მსგავს რაღაცებს ლაპარაკობდა ჩემ შვილზე“. – აღნიშნა თამთა კალანდაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის შემდეგი სხდომის ჩატარება 17 ნოემბერს იყო ჩანიშნული და არსებობდა მოლოდინი, რომ მოსამართლე განაჩენს სწორედ ამ დღეს გამოაცხადებდა. დღეს გამართულ სხდომაზე კი გადაწყდა, რომ მომდევნო სხდომა დეკემბერში გაიმართება.

გრიგორიადისის ბაბუა: „თუ განაჩენი დადგება, მინდა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს“

ცნობისთვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g