LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია, რითი ჩამოდის ბატონი დანიელსონი, რა პოზიციები ექნება მას: ზურაბ ჯაფარიძე

82
ზურა ჯაფარიძე 1

“მთავარია, რითი ჩამოდის ბატონი დანიელსონი, რა პოზიციები ექნება მას,” – ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აკეთებს.

მისი განცხადებით, სწორედ დანიელსონის პოზიცია იქნება გადამწყვეტი, რაც შეიძლება იყოს განმასხვავებელი მომდევნო და წინა მოლაპარაკებებს შორის.

„ქართული ოცნების წარმომადგენლების პოზიციებში, სამწუხაროდ, არაფერი ახალი არ არის. თუმცა, მე ამას დიდ ყურადღებას არ დავუთმობდი. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როცა ისინი საჯაროდ ერთს აცხადებენ და რეალურად სხვა რაღაცებს აკეთებენ. დაველოდებით მოლაპარაკების რაუნდს და ვნახავთ, იქ რა იქნება. ჩემი აზრით, მთავარია, რითი ჩამოდის ბატონი დანიელსონი, რა პოზიციები ექნება მას. ეს იქნება გადამწყვეტი და მხოლოდ და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს განმასხვავებელი ამ და წინა მოლაპარაკებებს შორის. ქართული ოცნების წარმომადგენლები საჯაროდ რას ამბობენ, მაგას დიდი შინაარსი არასდროს ჰქონია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა. დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს. ის საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

ველი თანამშრომლობას ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, ახლა კომპრომისის დროა – კრისტიან დანიელსონი

magti 5g