LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ „მწვანე პასპორტები“ გააუქმა, რადგან მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში იგი არ სარგებლობდა პოპულარობით, ეს პოპულიზმის თვალსაჩინო მაგალითია – თამაზ დაუშვილი

82
5edfb42888af7

კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი მთავრობის მიერ „მწვანე პასპორტების“ გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას „პოპულიზმის კლასიკურ მაგალითს“ უწოდებს. ცნობილი ბიზნესმენი ამბობს, რომ პოპულიზმიდან თავის დახსნის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა სამოქალაქო განათლებაშია.

„მთავრობამ „მწვანე პასპორტები“ გააუქმა, რადგან დაინახა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში იგი არ სარგებლობდა პოპულარობით. ეს გადაწყვეტილება გახლავთ პოპულიზმის თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითი. ანუ მთავრობამ ის კი არ გააკეთა, რაც საჭირო იყო მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ის, რაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გულის მოგებაში დაეხმარებოდა.

პოპულიზმი ხალხის მოტყუების ყველაზე კარგად აპრობირებული თანამედროვე პოლიტიკური ინსტრუმენტია. ბოლო წლებში, პოპულიზმმა არნახული მასშტაბები მიიღო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. პოპულარული თემების გაზვიადებით და მათი უამრავი ყალბი დაპირებებით გაჯერებით, ხდება პოლიტიკური მმართველი ელიტისთვის, თუ ოპოზიციისთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ძალიან მოკლე ისტორია და სუსტი ინსტიტუტები გვაქვს, რომ პოპულიზმს ამხელა “დატვირთვა” არ ჰქონდეს. შესაბამისად, ასეთ პირობებში რთული ხდება არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლილება და ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებული, პატიოსანი ხელისუფლების არჩევა, რაც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა. პოლიტიკური კონკურენცია და ხელისუფლებების ცვლილება არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი წინაპირობა. არჩევნები კი არის ერთადერთი ლეგიტიმური საშუალება ხალხის მიერ ახალი ხელისუფლების არჩევის (დაქირავების), როცა მას სურს უკეთესი შედეგის დანახვა. ჩემი აზრით, ამ მიზნის მიღწევის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ რომ პოპულიზმი გახლავთ.

არის თუ არა ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი? დიახ, არის და აქ მთავარ როლს სამოქალაქო განათლება თამაშობს. თუ გვინდა, რომ არ გავხდეთ ხელისუფლებაში მოსვლის თუ დარჩენის წყურვილით შეპყრობილი პოპულისტი პოლიტიკოსების მანიპულაციების და ტყუილების მსხვერპლი, საჭიროა, რომ კარგად ვერკვეოდეთ დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებში. განათლება და მხოლოდ განათლება, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატების გარანტია”, – წერს თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g