LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს COVID-19 დაუდგინდა – რას წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში

187
mezvrishvili-mochrili

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“დამიდასტურდა Covid -19 კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას”, – წერს მეზვრიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში დღეს გადავიდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაუდგინდა. თვითიზოლაციაშია ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები