LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ბავშვობა ვოცნებობდი, რომ კარგი და პატიოსანი პოლიტიკოსი ვყოფილიყავი, იდეებით სავსე ჩამოვედი სამშობლოში და ვცდილობდი ნიკა გვარამიასთან შეხვედრას..ამდენი თხოვნის მერე არ შემხვდა“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

288
ცისნამი

ცისნამი საყვარლიშვილს პოლიტიკაში მოსვლა სურს.

ამის შესახებ ცისნამი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გამოთქვა მზაობა პარტია „ახალის“ ლიდერს ნიკა გვარამიას შეხვედროდა, თუმცა უარი მიიღო.

ცისნამი ასევე აღნიშნავს, რომ ის მზადაა მიიღოს შემოთავაზებები პოლიტიკური პარტიებისგან.

„მინდა ძალიან გულახდილად ვისაუბრო ამ ამბის შესახებ. მთელი ბავშვობა იმაზე ვოცნებობდი, რომ კარგი და პატიოსანი პოლიტიკოსი ვყოფილიყავი. ადამიანი, რომელიც საკუთარ ხალხს უანგაროდ ემსახურებოდა და ბევრს გააკეთებდა მათთვის.

ამიტომაც თავს ვიკლავდი სწავლაში, რომ რაც შეიძლებოდა მეტი ცოდნა-გამოცდილება დამეგროვებინა, რომ სწორედ ევროპულ-ამერიკული მეთოდები დამენერგა საქართველოში.

ეს იყო ჯანსაღი ამბიცია მხოლოდ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მე რომ კარგად ვარ, მინდა ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეზობლები, ჩემი ნათესავები, ჩემი ახლობლები, ჩემი ხალხი და სრულიად საქართველო იყოს კარგად. ყველასთვის საუკეთესო ცხოვრება მემეტება.

ჩვენს ქვეყანას აქვს ამის დიდი პოტენციალი. ამისთვის ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და საბრძოლველი.

 აქციების გამო საქართველოში ჩავედი. ორი თვე დავტოვე ქმარ-შვილი, ოჯახი რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვყოფილიყავი.

ვბრძოლობდი #რუსულიკანონის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში დავმარცხდი. მთავრობამ მაინც თავისი გაიტანა და კანონი მიიღო.

ხშირად ჩავდიოდი სოფლებში და ვხვდებოდი ჩემსავით უბრალო ხალხს. მესმოდა მათი პოზიცია.

არ გვინდა არც #ნაცები, არც #ქოცები, აღარც ძველი სახეები. გვინდა ახალი ადამიანები, ახალი პოლიტიკური ძალა.

მათთან ერთად იმედი მომეცა, რომ ნიკა გვარამიას ახალი პოლიტიკური პარტია, ახალი • Ahali  არის ის ძალა, რომელიც კარს გაუღებს ყველას ვისაც პოლიტიკა აინტერესებს და საქმის კეთების სურვილი აქვს.

გულწრფელად გეტყვით ძალიან მომწონს ნიკა, როგორც განათლებული, ამბიციური და შრომისმოყვარე პიროვნება. ვამაყობ მისი ბრძოლისუნარიანობით და ვუსურვებ წარმატებებს.

მე მაქვს ძალიან დიდი პოტენციალი რომ ჩამოვიყვანო სერიოზული ინვესტორები საქართველოში და მათ ჩადონ დიდი თანხა ინვესტიციებში. ეს ყველაფერი მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, მოსახლეობის დასაქმებასა და ფულის გაჩენას ქვეყანაში.

მე ვტრიალებ ძალიან მაგარ წრეში. ეს ხალხი მართვას მთელს სამყაროს. მე, საქართველოს

მოქალაქეს, ცისნამ საყვარლიშვილს მხოლოდ სიტყვაზე ვერ მენდობიან და არ დამიჯერებენ. ამ ტიპებს სჭირდებათ სერიოზული გარანტიები. ვიფიქრე თუ მექნება რაღაც პოლიტიკური სტატუსი ამით უფრო შევძლებ ამ ადამიანების დარწმუნებას და მოვიპოვებ მათ ნდობასთქო. მჭირდებოდა საჭირო ადამიანებთან ერთად დგომა და საქართველოს შესაძლებლობების დანახება მათთვის.

ამ იდეებით სავსე ხურჯინით ჩამოვედი სამშობლოში და ვცდილობდი ნიკასთან შეხვედრას და ჩემი იდეების გაზიარებას.

ძალიან გული დამწყვიტა, როცა ამდენი თხოვნის მერე არ შემხვდა და სხვა ადამიანი, არაჩვეულებრივი გოგონა, გამოგზავნა ჩემთან შესახვედრად. ერთია როცა სათქმელს თავად ეუბნები ადამიანს, მეორე ის როცა მესამე პირი გადასცემს შენს ნათქვამს. მოკლედ, ჩვენი კომუნიკაცია არ შედგა. გულდაწყვეტილი ვარ.

მჯეროდა რომ #ახლები მზად იყვნენ ახალი სახეების მიღებისთვის ახალ პარტიაში, ახალი ინოვაციებისთვის და ყველაფერი სიახლისთვის. გეფიცებით გულით მჯეროდა.

მებადება კითხვა, მე რომელიც დაინტერესებული ვიყავი მისი პარტიით და არ შემხვდა, საკუთარ ამომრჩეველს თუ შეხვდება?!

არ ვიცი რატომ ვარ დაწუნებული, როცა სუფთა პოლიტიკური წარსული, საუკეთესო განათლება, კეთილი გული და დიდი იდეები მაქვს, მაგრამ ხომ იცით როგორ არის ნათქვამი, როცა ერთი კარი იკეტება, მეორე იღებაო.

ასე რომ, ველოდები ახალ შემოთავაზებებს და მზად ვარ დიალოგი ვიქონიო პოლიტიკურ ძალებთან ვისაც საქართველოს განვითარება სურს.

წარმატებები საქართველოს. წარმატებები ახლებს და წარმატებები ქართველ ხალხს!

სიყვარულით,

ცისნამი“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები