LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი სოფელი შეშფოთებულია, ვანდალური ამბავი ხდება, ქირურგიული ნარჩენებია დაყრილი…“ – შსს-მ საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის მუხლით სამი პირი დააკავა

1181
შსს (1)

შსს-ს ცნობით, სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის მუხლით 3 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტოს განმარტებით, აღნიშნული პირები უწყებამ 2-3 კვირის წინ დააკავა.

როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ეყარა, „TV პირველი” ადგილობრივებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ უკვე თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ:

„მთელი სოფელი შეშფოთებულია, 8 სულანი ოჯახი მყავს, ვანდალური ამბავი ხდება, ქირურგიული ნარჩენებია დაყრილი, სავსეა მთელი ფერმა და ეპიდემიის დიდი საშიშროებაა, სატანისტური საქციელია მეტი არაფერი“ – ამბობს ადგილობრივი „TV პირველთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g