LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV ევროპის წლევანდელი მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულები მაინც გამოვლინდნენ – შოუ ისრაელ-ჰამასის ომის გამო გაუქმდა

230
Untitled

მიუხედავად იმისა, რომ MTV ევროპის წლევანდელი მუსიკალური დაჯილდოება ისრაელ-ჰამასის ომის გამო გაუქმდა, ნომინანტთა შორის გამარჯვებულები მაინც გამოვლინდნენ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by MTV EMA (@mtvema)

ცნობილი გახდა, რომ დაჯილდოების ტრიუმფატორად – ტეილორ სვიფტი იქცა. მან წარდგენილი 7-დან 3-ში, მათ შორის ,,საუკეთესო არტისტის’’ ნომინაციაში მოიგო. 33 წლის შემსრულებელს ამ კატეგორიაში კონკურენციას მხოლოდ ქალი კოლეგები: მაილი საირუსი, ოლივია როდრიგო, ნიკი მინაჟი, დოჟა ქეთი და SZA უწევდნენ.
ტოპ გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ: ნიკი მინაჟი და BTS-ის Jungkook. თითოეულს 2 პრემია მიენიჭა.
MTV Europe Music Awards-ის ისტორიაში, 2023-ის დაჯილდოება პირველი შოუა, რომელიც დაქენსელდა. ღონისძიებისთვის, 1995 წლის შემდეგ მეორედ, საფრანგეთის დედაქალაქ – პარიზს, 5 ნოემბერს უნდა ემასპინძლა.
MTV ევროპის წლევანდელი მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები