გავრცელებული ინფორმაციით, MTV წლევანდელი მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების გადადებას, ლედი გაგას გამო გეგმავს.
მოარული ხმების თანახმად, ლედი გაგას წლევანდელ MTV Video Music Awards-ზე ,,მაიკლ ჯექსონის სახელობის ვიდეო ავანგარდის ჯილდოს” მიანიჭებენ.
ინსაიდერის თქმით, ცერემონიის ორგანიზატორებს სურთ, რომ საპატიო პრემიის მისაღებად, არტისტი სცენაზე გამოვიდეს და სპეციალური პერფორმანსიც გამართოს.
ნიუ-იორკში, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 41-ე დაჯილდოების გამართვა, 7 სექტემბერსაა ჩანიშნული. ამავე საღამოს ასევე ნიუ იორკში, ლედი გაგას ტურნეს კონცერტი გაიმართება.
ლედი გაგამ მსოფლიო ტურნე დააანონსა
2025 წლის MTV Video Music Awards-ის გამართვის თარიღი ცნობილია
ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, თუმცა იმაზე, რომ ლედი გაგა Michael Jackson Video Vanguard Award-ის წლევანდელი რეციპიენტი იქნება, უკვე დიდი ხანია საუბრობენ.
ლედი გაგა MTV Video Music Awards-ის 41-გზის ნომინანტი და 18-გზის გამარჯვებულია.