LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების გამართვის თარიღი და ადგილი ცნობილია

139
16945197764445

2024-ის MTV Video Music Awards-ის გამართვის თარიღი და ადგილი ცნობილია. გაირკვა, რომ MTV-ის წლევანდელი მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება 10 სექტემბერს, ნიუ-იორკში ჩატარდება. ლოკაციად ,,დიდი ვაშლის” არჩევას, სიმბოლური დატვირთვა აქვს. 40 წლის წინ, პირველ VMAs, სწორედ ნიუ-იორკმა უმასპინძლა.

ჯერჯერობით უცნობია როდის დასახელდებიან ნომინანტები. შარშანდელ ტოპ ნომინანტად და გამარჯვებულად – ტეილორ სვიფტი მოგვევლინა.

ამ ეტაპზე, არ ხმაურდება შოუს წამყვანის ვინაობაც. 2023-ში, საღამოს ნიკი მინაჟი გაუძღვა.

ასევე უცნობია, ვის მიანიჭებენ სპეციალურ, ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდოს“. გასული წლის რეციპიენტი – შაკირა იყო.

2021-ში, ღონისძიებაზე პირველად გაიცა პრესტიჟული პრემია – Global Icon Award. აქამდე ის Foo Fighters-მა, Red Hot Chili Peppers-მა და Diddy-იმ მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები