უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები გამოიწვია.
როგორც თბილისის მერიის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი.
კერძოდ, მერიის ცნობით, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
„უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.
განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.
რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.
ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.“ – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მერია მოქალაქეებს მიმართავს, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222.