LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს? დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!“ – პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

1345
ინგა მამუჩიშვილი (1)

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას აფრთხილებს. ცნობილი პედიატრი წერს, რომ მუნი ანუ ბღერი უკვე მესამე პაციენტს დაუდასტურდა.

პედიატრის თქმით, მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei, დაავადება კი მარტივად გადადის სხვა ადამიანებზე და იწვევს კიდევ მრავალ გართულებას:

„მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს??? დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei, კანზე მოხვედრის შემდეგ ის აღწევს კანქვეშ და „თხრის“პატარა გვირაბებს. იქ დებს კვერცხებს,საიდანაც 3-4 დღეში იჩეკება ლავრა, რომელიც იზრდება და გადადის სხვა უბნებზე,ეს პერიოდი კვერცხიდან ზრდასრულამდე 2-3 კვირა გრძელდება!!! გავრცელებას ხელს უწყობს ხალხმრავალი გარემო (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები) დასუსტებული იმუნიტეტი – ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა.

ჰიგიენური ნორმების დარღვევა (თუმცა ბღერი არ არის მხოლოდ „ბინძურთა დაავადება“, სუფთა გარემოშიც შეიძლება გავრცელდეს!)

როგორ ვლინდება მუნი??! ვითარდება ძალიან ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით. ახასიათებს წვრილი სეროზული გამონაყარი – წითელი წერტილები და პატარა ბუშტუკები
ხაზები კანზე („ღარი“) – იქ სადაც ტკიპა გადაადგილდება.
ზიანდება ძირითადად თითებს შორისი მიდამო, მაჯები, იდაყვები, იღლიები, წელი, სასქესო ორგანოების არე ზოგჯერ გულმკერდი და დუნდულები.
ძლიერი ქავილის გამო ჩნდება დამატებითი ნახეთქები რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჩირქოვანი ინფექციის განვითარებას!!!

დაავადება ვრცელდება კანის კონტაქტით საერთო ტანსაცმლის, თეთრეულის, საწოლის, პირსახოცის გამოყენებით.
საერთო საწოლი/დივანი – განსაკუთრებით ხანგრძლივი შეხებისას
ბავშვთა დაწესებულებებში, პანსიონატებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში მჭიდრო კონტაქტის გამო.
პროფილაქტიკა:

  • ინფიცირებულთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება
  • არ გაუზიაროთ ერთმანეთს საერთო ტანსაცმელი, თეთრეული, პირსაწმენდი
  • ინფიცირებულის მკურნალობისას ყველა ოჯახის წევრის/კონტაქტში მყოფის პარალელური მკურნალობა
  • მკურნალობის შემდეგ ტანსაცმლის, თეთრეულის, ქიმიური დამუშავება,მაღალი ტემპერატურის წყალში გარეცხვა !!! ბღერი სავალდებულოა ექიმი დერმატოლოგის მიერ იყოს დადასტურებული და მკურნალობაც აუცილებლად მის მიერვე იყოს დანიშნული!!!რადგან თვითნებური მალამოებით ან არასწორი დოზირებით მკურნალობის შემთხვევაში ტკიპა არ ქრება, ადვილად გადადის სხვა ადამიანებზე და იწვევს კიდევ მრავალ გართულებას!!!! ჯანმრთელობას გისურვებთ,შორს თქვენგან ბღერი“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.   

მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს???დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei,კანზე…

Posted by Inga Mamuchishvili on ოთხშაბათი, 24 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g