LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუზეუმში გამოფენილმა ავტომობილმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა მიიღო

106
ქირიას NEWS შაბლონი (2)

აშშ-ში, ილინოისის შტატში მდებარე Volo Museum-ის ექსპონატმა, ცნობილი სერიალის „გზის რაინდის“ (Knight Rider) ავტომობილის- KITT-ის რეპლიკამ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა წლებია მუზეუმში დგას და გზაზე საერთოდ არ გასულა.

ინციდენტი ნიუ-იორკში მოხდა, სადაც საგზაო კამერამ დააფიქსირა ავტომობილი, რომელიც საათში 36 მილით (დაახლოებით 58 კმ/სთ) მოძრაობდა, მაშინ როცა დასაშვები სიჩქარე 25 მილი (40 კმ/სთ) იყო. შედეგად, სისტემამ 50 დოლარიანი ჯარიმა გამოწერა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ რეალურ ავტომობილზე დაყენებული იყო სუვენირი ნომერი წარწერით Knight, რომელიც კამერის სისტემამ ნამდვილ სანომრე ნიშნად აღიქვა და მუზეუმში დაცულ KITT-ს დაუკავშირა.

საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მუზეუმმა ვიდეო ჩანაწერი წარადგინა, რომელმაც დაადასტურა, რომ ავტომობილი იმ დროს ექსპოზიციის ნაწილი იყო – ნიუ-იორკიდან დაახლოებით 1450 კილომეტრის მოშორებით.

ისტორიას დამატებით ირონიას ისიც სძენს, რომ სერიალის მიხედვით KITT ხელოვნური ინტელექტით იმართებოდა, ხოლო დარღვევის დაფიქსირებაც თანამედროვე AI სისტემამ შეძლო.

მუზეუმში დაცული KITT 1982 წლის Pontiac Firebird Trans Am-ის ბაზაზე შექმნილი რეპლიკაა. ის 1991 წელს ააწყვეს და უშუალოდ სერიალის გადაღებებში მონაწილეობა არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები