LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება” – დავით სერგეენკო

266
fdfdfdfd

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ “იმედის” ეთერში მოსალოდნელ მეორე ტურთან დაკავშირებით ისაუბრა.

სერგეენკომ აღნიშნა, რომ მეორე ტურს ბოლომდე მიიყვანს, შემდეგ კი გეგმავს, რომ თუკი ამის აუცილებლობა იქნება კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთოს.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მორიგე ექიმად მუშაობისთვისაც მზადაა.

„ჩვენ ვემზადებით იმ შეზღუდვების პირობებში რასაც პანდემია გვიწესებს. მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ამომრჩევლის წინაშე, რომ მეორე ტური მივიყვანო ბოლომდე, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ, თუმცა მერე ვფიქრობ, რომ თუკი კლინიკებში საჭირო გახდება, (ჩემი სპეციალობა რეანიმატოლოგიაა), დავახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მარტივად რომ ვთქვათ, მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად, იქ სადაც იქნება ამის საჭიროება“,-აღნიშნა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები