LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის კუნძულები: შვეიცარიაში მოტივტივე ელექტროსადგურებს გააკეთებენ

243

შვეიცარიაში სულ მალე „მზის კუნძულები“ გაჩნდება. საზოგადოება Romande Energie-მ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მოტივტივე ელექტროსადგურების შექმნას გულისხმობს. პირველი ეტაპისთვის კი ბურ-სენ-პიერის კომუნა და ზღვის დონიდან 1810 მეტრზე მდებარე ხელოვნური ტბა შეირჩა. ელექტროსადგური – ეს იქნება 2240 კვადრატული მეტრის ზომის პანელი, რომელზე მუშაობაც უკვე ზაფხულისთვის დაიწყება. ახალი სადგური წყლის დონის ცვლილებასთან ერთად შეიცვლება და ის სავარაუდოდ, 750 ათასი კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს. ეს კი დაახლოებით 208 ოჯახის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ეკვივალენტურია. ექსპერტთა შეფასებით, წყლის სადგური ხმელეთის სადგურზე 50%-ით უფრო ეფექტურია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g