LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადირაძე კალაძეს: ლევან ხაბეიშვილმა თქვენთან ხელბორკილები გამომატანა, მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ტარება

344
Untitled design (2)

თბილისის მერის მიერ, საკრებულოში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის ბიუჯეტის წარადგენა, ხმაურის ფონზე გაგრძელდა.

იცით, ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! – ხმაური და შეხლა-შემოხლა საკრებულოში

საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძეს მიმართა და მისთვის ხელბორკილების გადაცემა დააპირა:

„თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს, მე კითხვები აღარ მაქვს, თქვენთან ყველაფერი გარკვეულია.

ლევან ხაბეიშვილმა თქვენთან საჩუქრად გამომატანა ნამდვილი ხელბორკილები. მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება, ეს იქნება თქვენი დღევანდელი დღისთვის“, – განაცხადა ნადირაძემ.

მან კალაძისთვის ხელბორკილების გადაცემა დააპირა, რასაც დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ყველა სიძნელე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თბილისს, უდიდესი ტკივილია“ – კალაძემ წლიური ანგარიში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებით დაიწყო

კალაძე: გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა მშვიდობა გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები