ცოტა ხნის წინ ალეკ ბოლდუინის პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მსახიობი გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგედიას იხსენებს და საკუთარ ბრალეულობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მას გადასაღებ მოედანზე იარაღის სასხლეტისთვის ხელი არ გამოუკრავს.
ვიდეო: „ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს“ – ალეკ ბოლდუინი ინტერვიუს დროს ატირდა
ახლახან, ABC-სთან ინტერვიუს ახალი ნაწილი გავრცელდა. ის აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს საიდან მოხვდა ნამდვილი ტყვიები გადასაღებ მოედანზე.
„ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს. არა, არა, არა და არა. ინსტრუქტაჟის დროს მასწავლეს, რომ არასოდეს გამოკვრა ჩახმახს ხელი. რაც შეეხება ჩემს ბრალეულობას, კვალიფიციურმა ადამიანებმა მითხრეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანაშაულისთვის ბრალი წამიყენონ და დამაკავონ“, – აცხადებს ალეკი.
მსახიობმა ჰალინა ჰაჩინსიც გაიხსენა და თქვა, რომ ის მისი მეგობარი იყო.
„ის იყო ადამიანი, რომელიც უყვარდა ყველას, მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. მიჭირს დაჯერება, რომ ის აღარაა“, – განაცხადა მსახიობმა.
Asked by @GStephanopoulos how a real bullet got on the "Rust" set, Alec Baldwin says: “I have no idea. Someone put a live bullet in a gun. A bullet that wasn’t even supposed to be on the property.”
Watch TOMORROW 8pm ET on ABC and stream later on @hulu. https://t.co/fJQly1za1T pic.twitter.com/OnpDuYERiC
— ABC News (@ABC) December 1, 2021