LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე: „ახალგაზრდების გვერდზე აუცილებლად ვიქნები იმიტომ, რომ ეს არის ახალი თაობა, ჩვენ წავედით უკვე და ცხოვრება წინ მიდის“

176
ნანი ბრეგვაძე

ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შექმნილი ციფრული ჰაბი „ინერი“ სოციალურ ქსელში მოქალაქეებს ხშირად უზიარებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ცნობილი ადამიანების ნააზრევს.

ამჯერად „ინერი“ „ფეისბუკში“ აქვეყნებს მომღერალ ნანი ბრეგვაძის ვიდეოს, რომელშიც ის საკუთარ ამბავს ჰყვება.

„აქედან, ამ ცხოვრებიდან არაფერი არ მიგაქვს – არც მატერიალური სიმდიდრე მიგაქვს. მიგაქვს შენი სიმდიდრე ბუნების, სახელს ტოვებ კარგს.

ცხოვრება სულ კარგი არ არსებობს. აუცილებლად უნდა გაიარო ის გზა, რთული გზა, რომ მიხვიდე მწვერვალამდე [არ იფიქროთ, რომ ჩემზე ვლაპარაკოპ] საერთოდ ასეა…

ახალგაზრდების გვერდზე აუცილებლად ვიქნები და თქვენც უნდა იყოთ, იმიტომ, რომ ეს არის ახალი თაობა, ჩვენ წავედით უკვე და ცხოვრება წინ მიდის…

მე არ ვანებივრებ ჩემ თავს, რომ აუცილებად ვინმეს უნდა მოვწონდე. ამის პრეტენზია არასდროს მქონია, მქონდა პრეტენზია მხოლოდ ჩემს პიროვნებაზე, თუ ჩემ პიროვნებაზე რაღაცას ცუდს გაივლებდნენ, მაშინ მე ძალიან დიდი რეაქცია მქონდა და ვღელავდი და განცდები მქონდა…

მაყურებელმა გამაძლებინა დღევანდელ დღემდე, რომ კიდევ რაღაცას ვმღერი, ოღონდ ცოტას ძალიან, მერიდება კიდევაც, სირცხვილიც არის, რომ ახლა გამოვიდე და სოლო კონცერტი ჩავატარო, არც გამომივა, მაგრამ, შენ მადლიერი ადამიანი უნდა იყო, ვინმე პატარა კარგსაც რომ გააკეთებს, იმ ადამიანის აუცილებლად მადლიერი უნდა იყო და მე ვარ. მე მადლიერი ვარ ახალგაზრდების, ისინი ძალიან დიდ ძალას მაძლევენ.

„პაემანზე არასდროს ვყოფილვარ.. რუსთაველზე რომ მეორეჯერ გაივლიდი, უკვე გაფუჭებული გქონდა სახელი “ – ნანი ბრეგვაძე

„ხალხს რომ ვახსოვარ ბედნიერებაა… მადლობელი ვარ, რომ ასეთი ცხოვრება მაჩუქა ღმერთმა… დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი მაკლია… რამდენი არასასიამოვნო მომენტი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მთლიანობაში რომ დავფიქრდე, კარგი ბედის ადამიანი ვარ“ – განუმეორებელი ნანი ბრეგვაძე იუბილარია

ვიდეო: ნანი ბრეგვაძე: „ახალგაზრდა რომ ვიყავი, ჩემი თავი არ მომწონდა, თურმე, რა კარგი ყოფილა ახალგაზრდობა, ნაოჭები არ გაქვს და ახალგაზრდული შემართებით უყურებ ცხოვრებას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g