LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე: „ქუჩაში, გოგონებს რომ ვხედავ, მგონია რომ ერთი და იგივეები არიან, ძალიან დაემსგავსნენ ერთმანეთს“

194
ნანი ბრეგვაძე

ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა, ნანი ბრეგვაძემ გადაცემა „მედგიდში“ თანამედროვე ვიზუალურ ტენდენციებსა და ესთეტიკურ პროცედურებზე ისაუბრა.

მომღერალმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზომიერების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ გადაჭარბებული ჩარევების გამო ბევრი გოგონა ინდივიდუალურობას კარგავს და ერთმანეთს ემსგავსება.

„ზოგიერთი ტუჩები ისე არიან რომ მეცოდებიან, ნუ გადააჭარბებენ, ნუ დაგიჟდებიან, იყოს ისე, რომ ვერ შეგატყონ, რომ ვაიმე, შენ ეს გაკეთებული გაქვს თუ არა, აი ესე და… მერე ზოგიერთი… გოგოებს ვერ ვხედავ… იცი? მგონია რომ ერთი და იგივებიაა, ძალიან დაემსგავსნენ, ჯერ მარტო ვარცხნილობა, სულ ერთნაირი, სულ და ეს, ტუჩები, თვალები…ძალიან მეცოდებიან… ბოლომდე არიან ასე? არ იჩუტებიან?“, – აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

სრულად გადაცემა იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g