LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „რუსთაველის აქციის დიდი ნაწილია გურიაში წასული, ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა სოფლის გამგებლის სახლში, სადაც თბილად მიიღეს, ტანსაცმელი გააშრობინეს და ღამეც დაიტოვეს… ჭირის, ლხინის გაზიარებაც კი შეგვძლებია ნაც-ქოცებად რომ დაგვყო პროპაგანდამ“

195
ნანუკა ჟორჟოლიანი

უკვე მე-7 დღეა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობას ებრძვიან.

მეორე დღეა, მოხალისეები სტიქიის ზონებში მყოფი ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებას ცდილობენ და მათთან საკვები, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები მიაქვთ.

ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს ერთ-ერთი მოხალისის შესახებ, რომელიც ურთულეს სოფელში გადასვლის დროს, ერთ-ერთი სოფლის გამგებლის სახლში აღმოჩნდა.

„როგორც იცით, რუსთაველის აქციის დიდი ნაწილია გურიაში წასული. ჰოდა ერთ-ერთი მათგანი გუშინ სპეციალური აღჭურვილობით გადადიოდა ურთულეს სოფელში. დააღამდა და ჩარჩა სადაც იყო.

მივიდა ერთ-ერთ სახლში. აღმოჩნდა სოფლის გამგებლის სახლი, სადაც თბილად მიიღეს, გულში ჩაიკრეს, სველი ტანსაცმელი გააშრობინეს და ცხელი ჩაი დაალევინეს. ღამეც დაიტოვეს.

დილით უთხრეს, იქ ვერ ახვალ და გზა აღარ გააგრძელოო. ამან, რა თქმა უნდა, არ ისმინა და წავიდა, მაგრამ.

ამ უბედურების მიღმა, რაც ჯერ კიდევ ტრიალებს გურიაში, მთავარია, რომ ადამიანებმა ერთმანეთი დავინახეთ: აქამდე რომ მტერი და უსამშობლო გვეგონა, ისიც ადამიანი ყოფილა.

უსამშობლო კი არა, მთლად ქართველი ყოფილა, ერთ ენაზე მოლაპარაკე, პრობლემების გამზიარებელი, გულიანი. სიყვარულის ნიჭით.

ვინც იქითა მხარეს დგას და მტერი გვეგონა, ეგეც ადამიანი ყოფილა. ისიც ქართველი და ისიც სხვისი პრობლემის გამზიარებელი. გულში ჩახუტების უნარით.

და დავინახეთ, რომ ჭირის, ლხინის, თბილი სახლის გაზიარებაც კი შეგვძლებია ნაც-ქოცებად რომ დაგვყო პროპაგანდამ. უფრო მეტიც, პრობლემის წინაშე ერთად დგომა და ბრძოლაც შეგვძლებია.

ალბათ ამ ისტორიას ორივე მხარე ამოიცნობს და თუ უნდათ, თავად დაწერონ ვინც არიან. იქნებ მასპინძელს არ უნდოდეს, მაგრამ იცოდეს, მადლობელი მხოლოდ ის ერთი ბიჭი არა, მთელი რუსთაველის გუშაგები ვართ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ზურა შევარდნაძე: „ცოტაც გაუძელით ჩემო გურულებო! არ დარჩა ნაცნობი და უცნობი, ვინც არ გაგვამხნევა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა ასეთ რთულ დროს… იმედიანი სიტყვაც ბევრს ნიშნავს როცა გიჭირს“

როგორც იცით რუსთაველის აქციის დიდი ნაწილია გურიაში წასული. ჰოდა ერთ-ერთი მათგანი გუშინ სპეციალური აღჭურვილობით…

Posted by Nanuka Zhorzholiani on ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g