ნანუკა გულუა „თბილისელებთან“ ინტერვიუში მეუღლეს აქებს და აღნიშნავს:
„გულწრფელად ვიტყვი, რომ კახა საოცნებო მამაა. ისეთი მამაა, როგორიც მე მყავდა. მამაჩემი მთლიანად იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში, ნამდვილი მამა იყო, საოცარი თვისებებით. რაც კი კარგი მაქვს, მგონია, რომ მისი სითბოს დამსახურებაა. ნინასაც ზუსტად ასეთივე მამა ჰყავს. ღამე ის იღვიძებს, ის უმზადებს საჭმელს, მე ვაჭმევ, ყველაფერს მაწვდის, რაც მჭირდება ნინას ჰიგიენისთვის, ყველაფერს აწესრიგებს. ნინას ასეირნებს, ეთამაშება, ყველა გაიდლანს უსმენს და ერთად ვითვალისწინებთ…“
ფოტო: „უსაყვარლესმა ნინამ თოვლში გაისეირნა” – ნანუკა გულუა ოჯახთან ერთად ისვენებს
ფოტო: “საოცრება, მარწყვი გოგო ნინა” – ნანუკა გულუა შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
