LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი კემპბელი კვლავ მოჰამედ ალ ტურკთან გადაიღეს

258
page

პარიზში, Vogue World Paris-ის ღონისძიება გაიმართა. სტუმრებს შორის გახლდათ 54 წლის ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი, რომელიც გლამურულ ღონისძიებაზე ატლასის ლურჯ, გრძელ კაბაში გამოცხადდა და როგორც ყოველთვის, გრაციოზულად გამოიყურებოდა.

ლეგენდარულ მოდელს თან არაბი მილიონერი, მოჰამედ ალ ტურკი ახლდა, ისინი გვერდიგვერდ მიდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ მედია ხშირად წერს მათ რომანზე, ინსაიდერები იმასაც იუწყებიან, რომ შესაძლოა ნაომის შვილების მამა, სწორედ არაბი პროდიუსერია. თუმცა, საზოგადოების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ნაომი და მოჰამედი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.

„ყველამ იცის, რომ ის სხვა მოდელზეა შეყვარებული“ – რას აცხადებს ინსაიდერი ნაომი კემპბელისა და მოჰამედ ალ ტურკის რომანის შესახებ

ვიდეო: გასეირნება მეტროში – ნაომი კემპბელი ვიდეოს ავრცელებს

ნაომი კემპბელი საკუთარ თავს „მარტოხელა დედას“ უწოდებს და აღიარებს, რომ სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა – 54 წლის ტოპ-მოდელის უახლესი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები