LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი კემპბელი საკუთარ თავს „მარტოხელა დედას“ უწოდებს და აღიარებს, რომ სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა – 54 წლის ტოპ-მოდელის უახლესი ინტერვიუ

150
page

ლეგენდარულმა სუპერმოდელმა გამოცემა Times-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც შვილებზე პირველად ისაუბრა. შეკითხვაზე, ისარგებლა თუ არა მან სუროგატი დედის მომსახურებით, ნაომიმ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მამის ვინაობა არ დაასახელა. მედიაში ვარაუდობენ, რომ კემპბელმა დონორის ბიოლოგიური მასალაა გამოიყენა.

„სულ მიკვირდა იმ ქალების, რომლებიც ამბობდნენ, რომ დედობა არ სურდათ. ჩემთვის ჩემი შვილები ყველაფერია, ეს კი მომავლის შიშს მიჩენს, ჩემი შვილებისთვის უკეთესი სამყარო მინდა. თუკი მსოფლიოს შეცვლა გვინდა, ჩვენ ახალ თაობას უნდა მივენდოთ“, – აცხადებს ორი შვილის დედა.

ცნობისთვის, ინტერვიუში ნაომიმ საკუთარ თავს „მარტოხელა დედა“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ მარტო ზრდის.

ნაომი კემპბელი შვილებს ისევ მალავს – 53 წლის ტოპ-მოდელის უახლესი ფოტოები

„ყველამ იცის, რომ ის სხვა მოდელზეა შეყვარებული“ – რას აცხადებს ინსაიდერი ნაომი კემპბელისა და მოჰამედ ალ ტურკის რომანის შესახებ

28 წლის შემდეგ – ნაომი კემპბელმა წარსული გააცხოცხლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები