სუპერმოდელი ნაომი ქემფბელი საკუთარი ღრმა დეკოლტეს „მსხვერპლი“ გახდა. The Daily Mirror-ისინფორმაციით, შემთხვევა ლონდონში მოხდა.
მადონას წვეულებაზე ელეგანტურად ჩაცმული ნაომი ლიმუზინით მივიდა. ფოტოგრაფებმა მისი გადაღება დაიწყეს მაშინვე, როგორც კი მანქანის კარი გაიღო. ლიმუზინიდან გადმოსვლისას სუპერმოდელმა არც კი მიაქცია ყურადღება, როგორ გამოუჩნდა შიშველი მკერდი ღრმად ამოჭრილ სამოსში.
თუმცა, ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენიათ ფოტოგრაფებს და ქემფბელის შიშველი მკერდის ფოტოები ინტერნეტით ელვის სისწრაფით გავრცელდა.

