ჟურნალისტი ნატა მახვილაძე ტელევიზიას დაუბრუნდა.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მუშაობას “იმედის” არხზე იწყებს.
“ერთწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი ტვ “იმედში”.
საოცარი ერთი წელი გავატარე იუსტიციის სამინისტროში. მადლობა ყველა იუსტიციელს და პირადად იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს,” – წერს ნატა მახვილაძე.