მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ყიფშიძეების გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება პირველად მოხდა. ნანკა კალატოზიშვილი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნატალიას საყვარელი ადამიანების ლანძღვისგან.
„მისთვის ოჯახის წევრებთან მსგავსი, მარტივად რომ ვთქვა უთანხმოება, დარწმუნებული ვარ პირველად მოხდა. სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, ამიტომ ყველა ვინც ოდნავ მაინც სცემთ ამ მებრძოლ და ულამაზეს გოგოს პატივს, მინიმუმ ამის გამო შეიკავეთ თავი.არ მგონია მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით,მას აძლიერებდეთ,თან მისივე გვერდზე.
როგორი მართლებიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად ატკენთ მას გულს. არ შეიძლება ყველა მხრიდან წნეხში იყოს. Natalia Kipshidze ძალიან მიყვარხარ, მეამაყები და შენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, რომლისთვისაც იბრძვის“ – წერს ნანკა კალატოზიშვილი.
მისთვის ოჯახის წევრებთან მსგავსი ,მარტივად რომ ვთქვა უთანხმოება,დარწმუნებული ვარ პირველად მოხდა.სიგიჟემდე უყვარს მამაც…
Posted by Nanka Kalatozishvili on Thursday, April 25, 2024
ცნობისათვის, ნატალია ყიფშიძის მიერ გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, მისი ბაბუა, მსახიობი ზურა ყიფშიძე საჯაროდ დაუპირისპირდა.
„ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!?“ – წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა ზურა ყიფშიძე.
აღნიშნული კომენტარის პასუხად კი ნატალია ზურა ყიფშიძის აღნიშნული კომენტარის პასუხად წერს:
„მეც ნაღვლიანად ვარ, ბა. მოგეწერა ან დაგერეკა, ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად“, – წერს ნატალია ყიფშიძე.