National Geographic მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გაშუქებაში მიიღებს მონაწილეობას.
აშშ-ს ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოება, რომელიც National Geographic-ის ჟურნალებსა და ტელეფილმებს უშვებს, 2018 წლის მუნდიალს სხვა კუთხითაც დაანახებს მაყურებელს.
იგეგმება, რომ National Geographic-ის მასალებს Fox Sports-ის არხებზე აჩვენებენ. ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს უფრო მეტი მოუთხრონ მაყურებელს რუსეთის (მსოფლიო პირველობის მასპინძელი ქვეყანა) კულტურასა და ბუნებაზე.
”ჩვენი მიზანია უპირატესობა მივიღოთ იმ სამუშაოსგან, რაც National Geographic-ის თანამშრომლებმა რუსეთში ჩაატარეს. ამით მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქება უფრო სრულყოფილი გახდება”, – განაცხადა Fox Sports-ის წარმომადგენელმა ერიკ შენკსმა.