საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველად მიიღო მონაწილეობა NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა.
პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა დარბაზში სადაც NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის მუდმივმოქმედი ელჩი იმყოფებოდა.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე 3 მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა:
1. საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ მოლაპარაკებები არავისთან არ გაიმართება.
2. NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.
3. NATO არ დაუშვებს რუსეთის მიერ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას.
3 takeaways from our meeting with NATO deputy Secgen @Mircea_Geoana at NATO HQ. 1. No negotiations about Georgia without Georgia. 2. NATO open door policy remains unchanged. 3. NATO will not tolerate division of the world into spheres of influence. pic.twitter.com/vx76R13BOa
— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) January 26, 2022