LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონი, რადგან ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აღებული ხელმოწერით: მამუკა მდინარაძე

64
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ამნისტიის კანონის მიღება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს, რადგან ამის ვალდებულება საქართველოს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აქვს აღებული“.

მდინარაძის განმარტებით, მხარეებმა უნდა მონახონ რესურსი და პოზიციები ერთმანეთს დაუახლოონ.

ვინმეს მხრიდან მცდელობა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობაა: არჩილ თალაკვაძე

„უნდა მოვნახოთ რესურსი, პოზიციები დავაახლოვოთ, რომ სხვანაირი ინტერპრეტაციები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში არ წერია, არ მივცეთ კონკრეტულ რომელიმე ჩანაწერებიდან ერთს მაინც იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში არ მოხდება სრული ასახვა შარლ მიშელის დოკუმენტში შეთანხმებული დოკუმენტის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხუთშაბათს, ანუ ხვალ უკვე დილით შეგვიძლია მოლაპარაკების მაგიდაზე დავსხდეთ. ეს არ იქნება გრძელი დიალოგი ჩემი აზრით და იქ უკვე 1-2 საათის განმავლობაში გაირკვევა ამის რესურსი არსებობს თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე შევთანხმდებით თუ არა, ჩვენ უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აღებული ხელმოწერით,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კობახიძემ თქვა, ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს „ამნისტიის კანონის“ მიღებასო – დიახ, ასეა, რადგან პოლიტიკური პატიმარი ქვეყანას არ სჭირდება: ვაშაძე

თუ ამნისტიის კანონი არც ქართულ ოცნებას და არც მეორე მხარეს არ უნდა, „ლელოს“ საერთოდ არ სჭირდება: მამუკა ხაზარაძე

თუკი კობახიძეს აქვს თავი ამნისტიის ის კანონპროექტი გაიტანოს, რომელიც მას სურს, აბა გაიტანოს თუ არის ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი და პრინციპული: ნიკა მელია

mazda magti 5g