LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტავ, მსოფლიოში შენნაირი ტემბრის ორი ან სამი მომღერალი გვყავდესო. ასეთ სიტყვებს მეუბნებიან და მერე ის ადამიანები დაბალ ქულებს მიწერენ…“ – ავთანდილ აბესლამიძე საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე უსამართლობის შესახებ ჩივის

184
page

ავთანდილ აბესლამიძე ყაზახეთის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს. ჟურნალ „სარკესთან“ (29 ოქტომბრის ნომერი) ბათუმელი მომღერალი ამბობს, რომ ჟიურის წევრები მას ქულებს უსამართლოდ აკლებენ:

ჟიურის წევრებს ძალიან მოვწონვარ. მაქებენ კიდეც, მაგრამ მაღალ ქულას არ მიწერენ. თვალს მიკრავენ გასამხნევებლად და დაბალ ქულას მიწერენ. მეუბნებიან, რომ ბულბულივით ხმა მაქვს. ნეტავ, მსოფლიოში შენნაირი ტემბრის ორი ან სამი მომღერალი გვყავდესო. ასეთ სიტყვებს მეუბნებიან და მერე ის ადამიანები დაბალ ქულებს მიწერენ, ამაზე მწყდება გული.

რატომ იქცევიან ასე?

იმიტომ, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღონ ჩემზე უფრო მაღალი ქულა, მათი ქვეყნის მონაწილე გადავიდეს ტურიდან ტურში. ძალიან დიდი უსამართლობაა – კარგად მღერი, კარგად გაფასებენ, მაგრამ დაბალ ქულებს გიწერენ. სამი ქვეყანა მყავს ასეთი ჟიურიში, მაგრამ თუ შეიძლება, არ დავაკონკრეტებ.

ჟიურის წევრებს შორის ქართველიც ხომ არის, მას როგორი რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე?

ის მე ვერ მაფასებს, ანუ რომელი ქვეყნიდანაც ხარ, შენი ქვეყნის ჟიურის წევრი შეფასებას ვერ გაძლევს, მაგრამ მე ფარ-ხმალს არ ვყრი და ყოველ ახალ ტურზე უფრო მომზადებული და მობილიზებული გავდივარ…

მომღერალი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ კლიმატის გამო მის ხმას საფრთხე შეექმნა და ახლა მკურნალობს:

„მეექვსე ტურზე განცხადებას ვწერდი პროექტიდან წამოსვლაზე. ჩემს ხმას საფრთხე დაემუქრა, წამიყვანეს ექიმთან. ექიმმა რომ გამსინჯა, თქვა, ამ ბიჭმა საერთოდ არ უნდა იმღეროსო. კლიმატი ვერ ავიტანე, ძალიან მშრალი ჰავაა იქ, ალერგიაც მომცა. ახლაც ვმკურნალობ. ნოემბერშია ფინალი და აუცილებლად უნდა წავიდე, თუმცა ყელის გამო ძალიან მიჭირს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g